წესები & პირობები

ჩვენს ვებ-გვერდზე შეკვეთის გაფორმებით ავტომატურად ეთანხმებით შემდეგ წესებსა და პირობებს:

გადახდის საშუალებები

ვებ-გვერდიდან პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საბანკო ბარათის საშუალებით. პროდუქციის ღირებულებასთან ერთად, თქვენ უნდა დაფაროთ საკურიერო მომსახურების თანხა, რომლის ზუსტი ღირებულებაც აისახება შეკვეთის გაფორმების დროს, პროდუქციის წონისა და მყიდველის ადგილმდებარეობის მიხედვით, საქართველოს ფოსტის ტარიფების შესაბამისად. ჩვენი პარტნიორია თიბისი ბანკი.

შეძენილი პროდუქციის დაბრუნების/ანაზღაურების პირობები

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პროდუქციას მიიღებთ დაზიანებულ მდგომარეობაში, თქვენ გაქვთ 10 სამუშაო დღე შეძენილი პროდუქციის დასაბრუნებლად. გთხოვთ, დაზიანებული პროდუქციის/შეფუთვის ფოტომასალა და შეძენის დამადასტურებული საბუთი გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია, თუ ის იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც მიიღეთ. დაზიანებული პროდუქციის მიღების შემდეგ თანხა დაგიბრუნდებათ პროდუქციის შეძენისას გამოყენებულ ბარათზე. გაითვალისწინეთ, რომ პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების საფასურის დაფარვაზე. ტრანსპორტირების საფასური არ ანაზღაურდება. პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ მხოლოდ უშუალოდ პროდუქციის საფასური.

საკურიერო მომსახურება

შეძენილი პროდუქციის მიწოდება განხორციელდება Wingoo • ვინგოუ-ს და საქართველოს ფოსტის საკურიერო სამსახურის მეშვეობით. თბილისში ამანათს მიიღებთ 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო საქართველოს მასშტაბით 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

კონფიდნციალურობა

ვებ-გვერდზე თქვენს მიერ შეყვანილი ყველა მონაცემი დაცულია.